რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, NATO-ს სამიტზე დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს

უკრაინის პპრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 24 ივნისს ჰააგაში NATO-ს სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას აპირებს.

"ჯგუფები ამაზე მუშაობენ. დიახ, შეხვედრის გეგმები არსებობს," თქვა ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, ფორმალური იქნება ეს შეხვედრა, თუ არაფორმალური, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს დროის შერჩევის საკითხია: "ისინი დროის საკითხზე ლაპარაკობენ. ეს დროს ეხება," აღნიშნა მან.

სამიტში ზელენსკის მონაწილეობა 20 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაადასტურა. ხოლო 24 ივნისს ჰააგაში ჩასვლისას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან "შინაარსიანი" საუბარი ჰქონდა ტრამპი-ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით. ერმაკის თქმით, რუბიოსთან მან შეხვედრის სტრუქტურა, დღის წესრიგი და ძირითადი საკითხები განიხილა. 

კომენტარები