წულუკიანის კომისია

კუპრაძე ხაზარაძეზე: ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგობასა და ბრძოლას ვერ გააჩერებს

ვერანაირად, ვერასდროს, ბიძინა ივანიშვილი და მისი დამნაშავეების ბანდა ჩვენს ბრძოლასა და წინააღმდეგობას უბრალოდ ვერ გააჩერებს. ჩვენ ამ ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის მართალ ბრძოლაში ვართ. ვიცით, ვისი და რისი ეშინიათ - ეს არის ოპოზიცია, ოპოზიციური ერთობა და ბრძოლის გაგრძელება ყველა ფლანგზე, რაც კი არსებობს: საგარეო, ქუჩა. ბრძოლის ყველა ველის გამოყენება. 

არცერთ მომენტში არ ვაპირებთ, რომ წინააღმდეგობა შევამსუბუქოთ ან შევაჩეროთ. უფრო მეტი ძალისხმევით, რესურსითა და ბრაზით ივანიშვილს დავამარცხებთ და ის ჩამოიშლება.

თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პარტიის ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე. 

კომენტარები