უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები

ზელენსკიმ უკრაინის სახმელეთო ჯარების ახალი მეთაური დანიშნა

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ჰენადი შაპოვალოვი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) სახმელეთო ჯარების მეთაურად ჰენადი შაპოვალოვი დანიშნა.

შაპოვალოვი დაწინაურებამდე ქვედანაყოფ "იუგის" ოპერატიულ შტაბს ხელმძღვანელობდა.

1 ივნისს, სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მიხაილ დრაპატიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც რუსეთმა იერიში მიიტანა სახმელეთო ჯარების ერთ-ერთ სასწავლებელზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 60 უკრაინელი სამხედრო.

"ეს არის გააზრებული ნაბიჯი, რომლისკენაც 239-ე პოლიგონზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მიბიძგებს". – თქვა დრაპატიმ.

3 ივნისს დრაპატი ВСУ-ს გაერთიანებული ძალების მეთაურად დაინიშნა.

კომენტარები