რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტიხი "აბსურდულს" უწოდებს რუსეთის მოთხოვნას, რომ უკრაინამ დასავლური იარაღი გაანადგუროს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, გეორგი ტიხი
Profimedia

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებას, რომელშიც გრუშკო ამბობდა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში უკრაინისგან დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის განადგურებას მოითხოვს. 

“რუსეთის ოფიციალური ძალები თითქმის ყოველდღიურად აყენებენ ახალ აბსურდულ მოთხოვნებს. სრული არაადეკვატურობაა. მოსკოვი სრულად უგულებელყოფს აშშ-ს მცდელობებს, რათა ომი დასრულდეს“ - წერს ტიხი.

"რასაკვირველია, ეს უნდა განადგურდეს. ყველა საერთაშორისო ალგორითმი ცნობილია. ის (რედ. - იარაღი) უნდა შემცირდეს, გადაიყაროს, ამასთან, გარანტირებულად". - თქვა გრუშკომ 16 ივნისს. 

თავის მხრივ, ევროპელმა პარტნიორებმა და უკრაინულმა მხარემ უარყვეს კრემლის მოთხოვნა და მოკავშირეებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს. 

2 ივნისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, სადაც რუსულმა მხარემ წინა დღეებში შეპირებული "მემორანდუმი" წარადგინა, რომელშიც ისინი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინისგან მაქსიმალისტური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. 

"ამას მემორანდუმს ვერ დავუძახებთ," თქვა ზელენსკიმ: "ეს ულტიმატუმია, რომლის თავსმოხვევასაც რუსეთი ჩვენზე ცდილობს". 

"ჩვენ მზად ვართ პატიმრების გასაცვლელად, მაგრამ უაზრო მგონია სტამბოლში დიპლომატიური შეხვედრების გაგრძელება, რომლებიც არაფერს აგვარებს". 

თავის მხრივ, პუტინმა უკრაინულ მხარეს რუსეთში სარკინიგზო ხაზებზე იერიშების მიტანით "მოლაპარაკებების პროცესის" ჩაშლაში დასდო ბრალი. მისი თქმით, უკრაინა "ტერორისტული აქტების" მოწყობაზე გადაერთო იმ ფონზე, როცა უკრაინას ბრძოლის ველზე "დიდი დანაკარგები აქვს" და "უკან იხევს". 

მოგვიანებით, ვლადიმირ პუტინმა 4 ივნისს უარყო უკრაინის მოწოდებები დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებასა და უმაღლეს დონეზე სამიტის გამართვის შესახებ. 

კომენტარები