აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოთქვა წინადადება, ალასკის 9.3 მილიონი ჰექტრის ფართობის ეროვნული ნავთობის რეზერვის ლიზინგი გააფართოოს.
ტრამპის ადმინისტრაციის ახალი გეგმის მიხედვით, ნავთობისა და გაზის ლიზინგი რეზერვის 82%-ზე იქნება შესაძლებელი.
"ეს გეგმა ეხება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ამერიკელებისთვის, უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებასა და იმ უზარმაზარი ენერგორესურსების გამოყენებას, რისთვისაც შეიქმნა ეროვნული ნავთობის რეზერვი". - განაცხადა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მიწისა და მინერალების მართვის ბიუროს მოქმედმა თანაშემწე მდივანმა, ადამ სიუსმა.
საზოგადოებას 14 დღე აქვს, რათა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მიწისა და მინერალების მართვის ბიუროში აღნიშნული გეგმის პროექტზე კომენტარები გაგზავნოს.
ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წელს ალასკაში წიაღისეული საწვავის ლიზინგსა და განვითარებაზე კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შეზღუდვები დააწესა, თუმცა ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი ლიზინგისთვის ღია დატოვა.





