გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

პაპუაშვილი შაჰინზე: სკანდალია, როცა აშშ-ს კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელს ესარჩლება

მე მგონი, სკანდალია, როცა აშშ-ის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ, მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანს ესარჩლება. საერთო ჯამში, ეს ხომ აჩვენებს იმ კრიზისს, რომელიც კონგრესის ამ ჯგუფის პოლიტიკურ ელიტაში არსებობს  [...] ვიცით, ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, რატომ ხორციელდება და ქართველი ხალხის მიმართ რომ მავნე მიზნები აქვს, ჩვენმა ხალხმა ესეც უკვე დიდი ხანია, ნახა. 

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას. შაჰინმა თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება ქართული დემოკრატიისთვის დარტყმაა.

კომენტარები