ივანიშვილის რეჟიმი

მაჭავარიანი უსაფრთხოების საბჭოზე: არაფერი არ უქმდება, ფუნქციები გადანაწილდება სტრუქტურებში

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას, ვაკვირდებით, როგორი მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები. ამ წლების განმავლობაში თავიდან ავირიდეთ 4 თუ 5 რევოლუცია. ასევე, ტერორიზმთან ბრძოლაში მოწინავე ვართ, რაც აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი უწყების დასკვნაშიც ხაზგასმული იყო.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას - არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ.

ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო ასე განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს - ეს უფრო საპრეზიდენტო რესპუბლიკებშია დანერგილი პრაქტიკა და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა IPN-ის ცნობით.

ცნობისთვის, ქართული ოცნება ივანიშვილის პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

კომენტარები