ირან-ისრაელის კონფლიქტი

ისრაელი ირანიდან ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების განეიტრალებისკენ მიიწევს – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
GIL COHEN-MAGEN/Pool via REUTERS/File Photo

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ ნოფის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს თქვა, რომ ისრაელი წინ მიიწევს მიზნისკენ, რაც გულისხმობს ირანისგან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხის განეიტრალებას.

"ისრაელის საჰაერო ძალები თეირანის ცას აკონტროლებენ. ეს მთლიან კამპანიას რადიკალურად ცვლის. [...] ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ და ეს ჩვენი პილოტების დამსახურებით არის შესაძლებელი. როდესაც ჩვენ თეირანის ცას ვაკონტროლებთ, იერიშები მიგვაქვს სამიზნეებზე, რეჟიმის სამიზნეებზე, განსხვავებით ირანის კრინიმალური რეჟიმისგან, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უმიზნებს და ბავშვებს და ქალებს კლავს" – ამბობს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი ირანის რეჟიმისგან განსხვავებით, იერიშების მიტანამდე თეირანის მოსახლეობას დედაქალაქის ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.  

პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.

ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.

საცხოვრებელი სახლების ნაგნგრევებში სამაშველო ოპერაციები ამდომდე გრძელდება.

კომენტარები