საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური

საგანგებო: მაშველებმა ალპურ ზონაში, ქვათაცვენის შედეგად დაშავებული კაცი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს.

უწყების ცნობით, ალპურ ზონაში 7 პირი იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა ქვათაცვენის შედეგად დაზიანება მიიღო.

"შემოსული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა 7 პიროვნება, ქვათაცვენის შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მეხანძრე-მაშველების ჯგუფთან ერთად,  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.

მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება" - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები