დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მედია: ისრაელმა იემენზე იერიში მიიტანა, რომლის სამიზნეც ჰუსიტების ლიდერი იყო

აბდულ მალიკ ალ-ჰუთი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იემენზე იერიში მიიტანა, რომლის სამიზნეც ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი, აბდულ მალიკ ალ-ჰუთი იყო. 

ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) აღნიშნულ ცნობებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

პარალელურად, ისრაელს იერიშები მიაქვს ირანის დედაქალაქ თეირანზე. 

კომენტარები