კოალიცია ძლიერი საქართველო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და ნიკა გვარამიას სოლიდარობას უცხადებს.
"ქართული ოცნების უსამართლო და უკანონო ქმედებები დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს!
ქართული ოცნება ყოველდღიურად ამძაფრებს ბრძოლას თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ. კიდევ უფრო ამძიმებს რეპრესიულ კანონმდებლობას, პატიმრობას უსჯის სამოქალაქო აქტივისტებს, აპატიმრებს პოლიტიკურ ლიდერებს, ემუქრება მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, უკიდურესად ზღუდავს აზრის თავისუფალ გავრცელებას და ჰგონია, რომ ასე შეინარჩუნებს მითვისებულ ძალაუფლებას. ეს ილუზია ივანიშვილის რუსულ რეჟიმს მალე დაემსხვრევა.
სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია დღეს, 13 ივნისს დააკავეს.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, რომელმაც გვარამიას გირაო პატიმრობით შეუცვალა, წლების წინ, ნასამართლევია.
გვარამის დაკავებას ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი გამოეხმაურა.





