წულუკიანის კომისია

კოლსი გვარამიას დაკავებაზე: უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსი არ გახდა

საქართველო ავტოკრატიაში უფრო ღრმად იძირება. ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაკავებულია და საპატიმროში შეუერთდა მელიასა და ჯაფარიძეს. ივანიშვილმა სადავეებს მოუჭირა, ანადგურებს განსხვავებულ აზრს და შლის დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსი გახდება. 

ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. 

დღეს, 13 ივნისს, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან დააკავეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა. გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შეუცვალა.

კომენტარები