მე [ჩემს] პროცესზე არ ვიქნები, პირველ რიგში ეს მინდა გითხრათ, ამიტომ მე იქ არაფერს არ ვიტყვი. მთავარი ჩემი სათქმელი არის თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება რუსეთისგან. საქართველო არის ევროპა.
თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ძირს ოლიგარქია. ოლიგარქია უნდა დაემხოს, ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და მთელი ცხოვრება ამას ვამბობდით, ჩემი წინაპრები, თქვენი წინაპრები, ჩვენი თაობები ისტორიის განმავლობაში.
მე მგონია რომ დღეს ნიკა გვარამია, ინგა გრიგოლია და ყველა, ვისაც პატივისცემა გვაქვს ჩვენი ისტორიის და ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ერთი და იგივე რამეს ვამბობთ. ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტერესი - ეს გვაერთიანებს და გაგვაერთიანებს ყოველთვის.





