რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ტყვეობაში მყოფი 12 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა

12 ივნისს რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შედეგად რუსეთმა ტყვეობაში მყოფი 12 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

"დღეს, ჩვენი ჯარისკაცები, ეროვნული მცველები, მესაზღვრეები სახლში დაბრუდნენ. ყველას სჭირდება სამედიცინო დახმარება და ისინი ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ. ეს დაჭრილი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ჯარისკაცების დაბრუნების მეორე ეტაპია" – წერს ზელენსკი. 

გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის მცველებიც, რომლებმაც რუსეთის პატიმრობაში 3 წელზე მეტი გაატარეს. 

 

კომენტარები