რუსული რეჟიმი

წილოსანი შსს-ს საჩივრებზე: არავის არ დაიჭერენ

მგონია, რომ ეს იქნება სამაგალითო იმისთვის, რომ ადამიანები მიეჩვივნენ, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბრალდებები, ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებულნი არიან... ნუ ატყუებთ თქვენს მაყურებელს, არავის დაიჭერენ, ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა და ჯარიმა მიაჩვევს ყველას, რომ ზრდილობა და კულტურა [იქონიონ]. 

ჩემზე წარმოდგენა არ უნდა შეეცვალოთ, აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული გამოხატულება და კრიტიკის [ფორმა]. 

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან.

შსს-მ Facebook-ზე გამოქვეყნებული ივანიშვილის წარმომადგენლების მიმართ "შეურაცხმყოფელი" პოსტებისთვის საჯარო პირებს უჩივლა.

მათ შორის არიან ელენე ხოშტარია, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, გიორგი თუმასიანი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ანა სუბელიანი, მარიამ გეგუჩაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, მიშა მშვილდაძე, ბაია პატარაია, ეკა მიშველაძე, ალეკო ელისაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დეა მამისეიშვილი, დავით ქაცარავა, გიგა მაქარაშვილი, ქეთი მოლაშვილი.

კომენტარები