რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, ომის დაწყებამდე, რუსეთი უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების მსვლელობისას უკეთეს პირობებს სთავაზობდა.
ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ პროპაგანდისტულ მედია RT-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.
მედინსკის თქმით, "კიევს რომ თავად მიეღო გადაწყვეტილებები, სამშვიდობო შეთანხმებას 2022 წლის 28 თებერვალს მოეწერებოდა ხელი".
პუტინის მრჩევლის მტკიცებით, უკრაინამ მშვიდობაზე უარი ბორის ჯონსონისა და აშშ-ს იმდროინდელი ადმინისტრაციის რჩევით თქვა:
"უცხოელი პარტნიორები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დადების წინააღმდეგები იყვნენ".

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



