ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ცოტა უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე – მაჭარაშვილი ბოკუჩავაზე

ივანიშვილის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "არ არის ის პოლიტიკოსი, რომ ვინმემ მის "პოლიკურად განეიტრალებაზე იფიქროს".

"თინა ბოკუჩავა არ არის ის პოლიტიკოსი, რომ ვინმემ იფიქროს პოლიტიკურად განეიტრალებაზე რა, ნამდვილად არ აქვს არანაირი რესურსი, ცოტა უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე და ვურჩევ, რომ კომისიას მოუსმინოს, ვერ გადაფარავენ ამ კომისიაზე ნაცმოძრაობის პირდაპირი გაგებით განადგურებას რაღაც მოგონილი ზღაპრებით". - თქვა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ბოკუჩავას ქმარმა, კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც 7 წლის წინ საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო, მეორედ მოუხადა ბოდიში ოლიგარქი ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს.

დღეს, ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ქმარი ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა, 8 საათი მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ემუქრებოდნენ "კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით".

კომენტარები