უტა ივანიშვილი

კოტე იოსელიანი: ბოდიშს ვუხდი უტა ივანიშვილს, მისი ორიენტაციის შესახებ არაფერი მსმენია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში 50 წამიან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

"მოგესალმებით - ამ ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქ პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი.

გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი არ მსმენია - ერთადერთი რაც ვიცი, რომ მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ.

ეს იყო ტყუილი რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის გვიანი - რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა კიდევ ერთხელ - ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს". - თქვა იოსელიანმა.

იოსელიანის ბოდიში სავარაუდოდ მიემართება მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, სადაც ის მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე - გამოცემა ნეტგაზეთის ცნობით, განცხადებიდან მეორე დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცახდება გაავრცელა, სადაც იოსელიანმა მის გაჟღერებულ განცხადებაზე ბოდიში მოიხადა.

კომენტარები