გაერთიანებული სამეფო-ინდოეთი

ლემის თქმით, ინდოეთთან ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაფართოება განიხილა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თქმით, ნიუ დელიში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთთან ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაფართოება განიხილა.

"ჩვენ გვსურს, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ მის სიმყიფეს, განსაკუთრებით იმ ტერორიზმის ფონზე, რომელიც ინდოეთის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად". - თქვა ლემიმ ნიუ დელიში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისრის რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მზად არის, ინდოელ პარტნიორებთან ანტიტერორისტული ზომების ფარგლებში თანამშრომლობა გააგრძელოს.

ლემიმ აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯები ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკართან განიხილა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სავაჭრო სფეროში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა.

"ვიცი, რომ პრემიერმინისტრი კირ სტარმერი დიდი სურვილით ელის ინდოეთში ვიზიტს, რათა ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობა არსებობს". - აღნიშნა ლემიმ.

კომენტარები