ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) და ისრაელის უშიშროების სამსახურმა ღაზას სექტორში ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლული ისრაელელი მძევლების, გადი ჰაგაისა და ჯუდით ვაინსტინის ნეშტები აღმოაჩინეს.
ცოლ-ქმარი, რომელსაც აშშ-ს მოქალაქეობაც ჰქონდა, 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისას მოკლეს და მათი დაღუპვა ისრაელის არმიამ იმავე წლის დეკემბერში დაადასტურა.
IDF-ის განცხადებით, ოპერაცია ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ქალაქ ხან იუნისში ოპერაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც შინ ბეთმა ღაზაში დაკავებული ტერორისტის დაკითხვისას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.
"შინ ბეთის დაკითხვებისას მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია ღირებული და მნიშვნელოვანია და სახმელეთო ოპერაციებსა და მსგავს მისიებს ეხმარება". - განუცხადა Times of Israel-ს ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა.
ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 5 ივნისს ნეშტების დაბრუნებას გამოეხმაურა.
"ჩვენ არ დავისვენებთ მანამ, სანამ ყველა მძევალს, ცოცხალსა და გარდაცვლილს, არ დავაბრუნებთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის თქმით, ისრაელი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა "ძმები და დები ჯოჯოხეთიდან დააბრუნოს".





