ისრაელი-ჰამასის ომი

უიტკოფი უარყოფს ცნობას, რომ ჰამასი აშშ-ს ზავის შემოთავაზებას დათანხმდა

სტივ უიტკოფი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა უარყო ცნობა, რომ ჰამასი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებას დათანხმდა.

ინფორმაციას Axios-ის ჟურნალისტი, რეივიდ ბარაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"რაც ჰამასისგან ვიხილე გამაწბილებელი და სრულიად მიუღებელია" - თქვა უიტკოფმა

მანამდე, Reuters-მა ანონიმურ პალესტინელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჰამასი აშშ-ს წინადადებას, რომლის მიხედვითაც ცეცხლი 70 დღის განმავლობაში შეწყდებოდა და ჰამასი 10 მძევალს გაათავისუფლებდა, დათანხმდა.

უიტკოფმა Axios-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ისრაელი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომლის მიხედვითაც მას ჰამასი ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლების ნახევარს გადასცემდა. "შეთანხმება მაგიდაზეა და ჰამასი უნდა დათანხმდეს მას" - თქვა უიტკოფმა

კომენტარები