დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
უწყების ცნობით, ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2011 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში "ავერსი-ფარმა“, მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.
ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია "ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
დაავადებათა კონროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 2022 წლის 5 აგვისტოს დატოვა. NCDC-ს დირექტორის მოვალეობას პირველი მოადგილე, პაატა იმნაძე ასრულებდა.





