დიფ სთეითი

დუგინი: უკრაინა არის დიფ სთეითი... ტრამპს დიფ სთეითის აღმოფხვრა არ შეუძლია

ალექსანდრ დუგინი
Rbc

ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი საკუთარი პროპაგადისტული კონსპირაციების თეორიების გავრცელებას აგრძელებს და კვლავ კვლავ ე.წ. "დიფ სთეითზე", იგივე "სიღრმისეულ სახელმწიფოზე" ლაპარაკობს.

"უკრაინა არის დიფ სთეითი. დიფ სთეითმა შექმნა ტერორისტული ნაცისტური რეჟიმი და გარდაქმნა საკუთარ მთავარ ხელსაწყოდ. ტრამპს არ შეუძლია მისი აღმოფხვრა, ღრმად გადგმული ფესვების გამო." - წერს დუგინი საკუთარ X-ზე.

დუგინი "დიფ სთეითის" შეთქმულების თეორიაზე გასულ დღეებშიც ლაპარაკობდა. ის ამბობდა, რომ "დიფ სთეითი" ძლიერია და "მისი აგენტები" აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გავლენის მოპოვებას შეეცდებიან.

ე.წ. "დიფ სთეითის" პროპაგანდისტულ ნარატივს აქტიურად იყენებს ქართული ოცნება. ამ შეთქმულების თეორიას იყენებენ რუსეთის მაღალჩინოსნებიც.

 

კომენტარები