გლობალური დიფ სთეითი ძლიერი, ღრმად ფესვგადგმული და სტრატეგიულად გამაგრებულია. მისი უგულებელყოფა გაუფრთხილებლობა იქნებოდა.
ეს სტრუქტურები ჯერ კიდევ აკონტროლებენ მთავარ ევროპულ ძალებსა და თავად ევროკავშირსაც. ისინი ძალზე ძლიერები არიან აშშ-ში და გლობალური დიფ სთეითი იყო, რამაც თანამედროვე ნაცისტური უკრაინა ტერორისტულ სუბიექტად ჩამოაყალიბა. სინამდვილეში ამათ ვებრძვით - არა დასავლეთს, არა აშშ-ს.
როგორც კი ვაშინგტონში [ტრამპის გაპრეზიდენტებით] მმართველობა შეიცვალა, მთელმა სურათმა სახე იცვალა. თუმცა, გლობალური დიფ სთეითი - რომელიც უკვე აღარ დაიყვანება აშშ-მდე, CIA-მდე, პენტაგონამდე ან უოლ-სტრიტამდე - კვლავაც არსებობს და ჯერ კიდევ იღვწის საკუთარი გლობალური დღის წესრიგის დამყარებისკენ.
დიდად სავარაუდოა - ფაქტობრივად, თითქმის უდავოა - რომ დიფ სთეითის აგენტები ტრამპზე გავლენის მოხდენას, მისი დამღუპველი შეცდომებისკენ წაყვანას, მისი ინიციატივების საბოტაჟს ან სულაც მის მთლიანად განადგურებას შეეცდებიან. მსგავსი მცდელობები, როგორც ვიცით, უკვე იყო.





