რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი რუსეთში გამართულ უსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსნების საერთაშორისო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს ირწმუნებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას უწევს ე.წ. სიღრმისეული სახელმწიფო, იგივე "დიფ სთეითი".
"ჩვენ ახლა ვხედავთ, ე.წ. სიღრმისეული სახელმწიფოს მხრიდან როგორი ხისტი წინააღმდეგობა მოჰყვა პრეზიდენტი ტრამპის გეგმებს, შეეწყვიტა ტრანსჰუმანიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის პროპაგანდა, რათა დაკავებულიყო ამერიკის პოლიტიკისა და ეკონომიკის რეალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრით." - თქვა ნარიშკინმა.
ნარიშკინი ასევე ირწმუნება, რომ ე.წ. სიღრმისეული სახელმწიფოს მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება ტრამპის განწყობას, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში "შეიარაღებული კონფლიქტების" დასრულებასთან დაკავშირებით.





