Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ირანი აშშ-ს შეთავაზებულ ბირთვულ შეთანხმებაზე უარის თქმას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემას ირანის მომლაპარაკებელთა დელეგაციასთან დაახლოებული დიპლომატი აწვდის.
"ირანი უარყოფით პასუხს ამზადებს აშშ-ს წინადადებაზე, რაც შემოთავაზებაზე უარს ნიშნავს" – ამბობს ანონიმური წყარო.
აშშ-ს ახალი შეთავაზება ბირთვულ შეთანხმებაზე ირანს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდ ბადრ ალბუსაიდიმ გადასცა თეირანში ვიზიტის დროს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფს შორის ხუთი შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის უთანხმოება კვლავ არსებობს.
ირანი უარს ამბობს ურანის გამდიდრების სრულად შეწყვეტასა და არსებული მარაგის დათმობაზე. თეირანი ამტკიცებს, რომ ბირთვული ტექნოლოგიების განვითარება მშვიდობიანი მიზნებისტვის სურს და უარყოფს ბრალდებებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
"ამ შეთავაზებაში, აშშ-ს პოზიცია ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების შესახებ პოზიცია უცვლელია და სანქციების მოხსნის შესახებ გარკვევით არაფერი წერია" – ამბობს დიპლომატი Reuters-თან.





