სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში საზღვაო პატრულირების თვითმფრინავი მთას შეეჯახა, არის მსხვერპლი

სამხრეთ კორეის საზღვაო პატრულირების თვითმფრინავი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქი პოჰანგში მთას დაეჯახა. ბორტზე 4 ადამიანი იმყოფებოდა. 

არსებული ინფორმაციით, P-3-ის ტიპის საზღვაო პატრულირების თვითმფრინავი პოჰანგში, აფრენიდან 6 წუთში შეეჯახა მთას. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

ამ დროისთვის, ბორტზე მყოფი ოთხი პირიდან სამის ცხედარი ექსპერტიტაზე გადაასვენეს. 

კომენტარები