გაერთიანებული სამეფოს პროკურორებმა ამერიკელი ინფლუენსერის, ენდრიუ ტეიტისა და მისი 36 წლის ძმის, ტრისტან ტეიტის წინააღმდეგ უფლებამოსილებით 21 ახალი ბრალდება წარადგინეს.
როგორც ბრიტანული გამოცემა, The Guardian წერს, 38 წლის ინფლუენსერს პროკურატურა 10 ბრალეულობას ედავება - მათ შორის გაუპატიურებას, მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენებას, ტრეფიკინგსა და სექს ტრეფიკინგს.
რაც შეეხება ენდრიუ ტეიტის ძმას, ტრისტან ტეიტს მის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს პროკურატურამ 11 ბრალდება იდენტური სამართლებრივი მუხლებით (გაუპატიურება, მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენება, ტრეფიკინგი და სექს ტრეფიკინგი) წარადგინა.
ცნობისთვის, ძმები ტეიტები 2025 წლის 22 მარტს რუმინეთში დაბრუნდნენ.
ენდრიუ და ტრისტან ტეიტი ამ დროისთვის რუმინეთში არიან დაკავებულები და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
ტეიტების საქმის საკითხი ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თავდაპირველად რუმინეთის მთავრობასთან სატელეფონო ზარის დროს წამოჭრეს, ხოლო ამის შემდეგ - ტრამპის ელჩმა საგანგებო საკითხებში, რიჩარდ გრენელმა, როდესაც ის გასულ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ძმებმა ტეიტებმა გასული წლის დეკემბერში რუმინეთში ერთ-ერთ საქმეში გაიმარჯვეს მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო მათი სარჩელი დააკმაყოფილა. ტეიტები შინაპატიმრობისგან გათავისუფლდნენ, თუმცა დღემდე რუმინეთის დატოვების უფლება არ აქვთ.
ძმებს ბრალი რუმინეთში ოფიციალურად 2023 წელს წარუდგინეს გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე. მათთან ერთად იგივე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინათ.
ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა. მათ წინააღმდეგ საქმის განხილვა დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.





