რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: გასულ ღამეს თავდაცვის ძალებმა 296 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემამ 296 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათ შორის, 42 მოსკოვის რეგიონის თავზე.

უწყების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები გაანეიტრალეს ბრიანსკის, ბელგოროდის, ვლადიმირის, ვოროჟენის, ივანოვის, კალუჟის, კურსკის, ორლოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერისა და ტულის ოლქების თავზე, ასევე, მოსკოვის რეგიონის თავზე.

ოსკოვის რეგიონზე თავდასხმების გამო ფრენები დროებით შეჩერდა ნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში.

გარდა ამისა, რუსულ ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონის დასახლება დუბნაში დრონების თავდასხმის სამიზნე უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო გახდა.

კომენტარები