ახალი არჩევნების მოთხოვნა

ზურაბიშვილი: ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან ერთობლივად

ქართულმა ოცნებამ შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა. როგორც ადრე შემოაგდო თემა - "პარლამენტში შევლენ, შევლენო", არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას თუ ეს იქნება ქართული ოცნების წესებით და ქართული ოცნების კონტროლისა და მანიპულაციის ქვეშ.

სამაგიეროდ, ალბათ ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან ბოლო-ბოლო თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი.

ამისთვის აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით ამ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის.

აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები, მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე, ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს, აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიყოს რეგისტრირება, რომ ეს არ იყოს ბოლო წუთში, მოუმზადებელი და დაგვიანებული.

ეს მზადება არის ჩვენი, საერთო, იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ყველა ოპოზიციამ დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანია ბო-ლო-მდე!

განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე.

კომენტარები