NATO

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში NATO-ს სამიტს დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Valentyn Ogirenko/Reuters

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, რუბენ ბრეკელმანსი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 24 ივნისს, ჰააგაში დაგეგმილ NATO-ს სამიტს დაესწრება. 

ბრეკელმანის თქმით, ჯერჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ასევე დაესწრება სამიტს.

2024 წლის, 9-11 ივლისს, ვაშინგტონში გამართულ NATO-ს ბოლო სამიტზე უკრაინის, ევროკავშირის, იაპონიის, აშშ-სა და ალიანსის სხვა 21 ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულებას, უკრაინის კომპაქტს (Ukraine Compact), მოაწერეს ხელი. 

კომენტარები