მექსიკის დროშის ქვეშ მოძრავი გემი Cuauhtémoc, რომლის ბორტზე 277 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ში, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხიდს დაეჯახა.
დაჯახებისას გატყდა გემის ანძა, რომელზეც სავარაუდოდ რამდენიმე მეზღვაური იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 19 ადამიანი.
ქალაქის სამაშველო სამსახურის მუშაობის შედეგად გემიდან ევაკუირებულია 275 ადამიანი.





