ე.წ. ქოლცენტრები

თბილისსა და აჭარაში შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრებიდან ტექნიკა ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით.

კომენტარები