რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პუტინმა სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 16 მაისს, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა. დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი. 

კრემლის მიხედვით, რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ:

  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი; 
  • რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი;
  • თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი; 

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგს, გაგზავნის. ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება.

თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნის, თუმცა პროცესში პუტინის მონაწილეობა კრემლში არ დაუდასტურებიათ. გამოცემა Washington Post-თან საუბრისას ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მოსკოვი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვსა და საერთაშორისო ურთიერთობები საკითხებში პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს გაგზავნის.

კომენტარები