რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

გერმანიასა და შვეიცარიაში რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი 3 უკრაინელი დააკავეს

გერმანიასა და შვეიცარიაში უკრაინის სამი მოქალაქე ჯაშუშური საქმიანობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავეს, რომლის ფარგლებშიც ეჭვმიტანილები გერმანიიდან უკრაინაში ასაფეთქებელი ნივთიერების ამანათის სახით გაგზავნას გეგმავდნენ.

პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით მოქმედებდნენ და სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენასა და აფეთქებას გეგმავდნენ.

გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილებს რუსული სპეცსამსახურების მიერ გაცემული დავალების შესრულება დაწყებული ჰქონდათ და მათ GPS-ით კონტროლირებული სატესტო ამანათები უკრაინაში რამდენიმე მისამართზე უკვე გააგზავნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა და სავარაუდოდ, კიდევ ბევრი დეტალი გაირკვევა.

მანამდე, გერმანულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროპელი გამომძიებლები, რომელიც ასაფეთქებელი ამანათების გამოყენების წინა შემთხვევებზე მუშაობდნენ, მიიჩნევენ, რომ დივერსიის უკან რუსეთი დგას.

კომენტარები