რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: მადლიერნი ვიქნებით, თუ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში ჩვენთან ერთად ყოფნას შეძლებს

ახლახან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია.

მე დავუჭირე მხარი აშშ-ს პრეზიდენტის იდეას სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე - იმდენად ხანგრძლივზე, რომ დიპლომატიას საფუძველი ჩაეყაროს. ჩვენ ეს გვინდა და მზად ვართ, ჩვენი მხრიდან დუმილი დავიცვათ.

მე პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე მხარი დავუჭირე. ღიად გამოვხატე მზადყოფნა შევხვდე მას. მე ვიქნები თურქეთში. ვიმედოვნებ, რომ რუსები ამ შეხვედრას თავს არ აარიდებენ.

რა თქმა უნდა, ყველანი უკრაინაში მადლიერნი ვიქნებოდით, თუ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში ამ შეხვედრაზე ჩვენთან ერთად ყოფნას შეძლებდა. ეს სწორი იდეაა. ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია უმაღლესი დონის შეხვედრის მასპინძლობა. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება

დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში

დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომლებიც 15 მაისს თურქეთში არის დაგეგმილი

კომენტარები