აშშ-უკრაინის შეთანხმება მინერალებზე

ზელენსკიმ აშშ-სთან მინერალების შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Volodymyr Zelenskyy/X

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ამის შესახებ РБК-Украина უკრაინის უმაღლესი რადის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ხელშეკრულება დაამტკიცა.

450-ადგილიან პარლამენტში დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მანამდე, 6 მაისს, საგარეო პოლიტიკის შესახებ უკრაინის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინერალებზე შეთანხმების რატიფიცირებას.

30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს შორის საერთო საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ს უკრაინის ბუნებრივი რესურსების განვითარების პროექტებში სპეციალური წვდომით უზრუნველყოფს.

შეთანხმებას ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მოაწერეს.

კომენტარები