აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზის მიხედვით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 11-14 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში ჩავა, რის შემდეგაც რუბიო 14-16 მაისს NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრისთვის თურქეთში გაემგზავრება.
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პრეზიდენტ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარს 11-14 მაისს ეწვევა, სადაც პრეზიდენტი აშშ-სა და [სპარსეთის] ყურის პარტნიორებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას შეეცდება". - წერია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, 14-16 მაისს ანტალიაში ვიზიტისას რუბიო ალიანსის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით NATO-ს პრიორიტეტებს განიხილავს, მათ შორის, იმსჯელებს მოკავშირეების მხრიდან თავდაცვაში ინვესტიციის ზრდისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხებზეც.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
რუბიო 14-16 მაისს NATO-ს საგარეო მინისტრების არაფორმალური შეხვედრისთვის თურქეთში ჩავა

მარკო რუბიო NATO-ს სამიტზე ბრიუსელში.
ABC News




