შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის მასწავლებელი დააკავა.
"პირველების" ინფორმაციით, შემთხვევა მასწავლებელის ავტომობილში მოხდა.
დაკავებული აგარის, გორის, სურამისა და ხაშურის სკოლებში მუსიკას ასწავლიდა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.





