Guardian-ის ცნობით, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმზე დასწრების გამო გააკრიტიკა.
"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი შეიძლება მსოფლიოს ამ ნაწილიდან იყოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს იყოს წითელ მოედანზე და აღნიშნოს გამარჯვების დღე მათთან ერთად, ვინც ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და სხვა ქვეყნებს ესხმის თავს" - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა
ცნობისთვის, რუსეთში 9 მაისის სამხედრო აღლუმს ჩინეთის, ბრაზილიის, ვენესუელის და სხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის, ღონისძიებისთვის მოსკოვში ჩავიდნენ ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი





