პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ლიტვის პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
"ძვირფასო მოკავშირეებო. ლიტვის პროკურატურამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები იმის შესახებ, რომ ვილნიუსსა და ვარშავაში სავაჭრო ცენტრებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე რუსული სპეცსამსახურებია პასუხისმგებელი. კარგია ამის ცოდნა მოლაპარაკებების დაწყების წინ, ასეთია ამ სახელმწიფოს ბუნება". – წერს ტუსკი.
ლიტვის პროკურატურის განცხადების თანახმად, 2024 წლის მაისში, ვილნიუსში მდებარე IKEA-ს მაღაზიაში ხანძრის გაჩენაში პასუხისმგებელი რუსეთის სამხედრო დაზვერვაა. მომხდართან დაკავშირებით პოლონეთში ერთი პირი დააკავეს.
ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ხანძარი რამდენიმე შუამავლის მეშვეობით რუსეთთან არის პირდაპირ დაკავშირებული. გამოძიების მიხედვით, ინციდენტამდე საიდუმლო შეხვედრა გაიმართა ვარშავაში, სადაც დაიგეგმა ლიტვაში მდებარე სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენა და მათი აფეთქება, ხოლო შემსრულებლები ჯილდოს სახით 10 000 ევროს მიიღებდნენ.
"ეს [რუსეთის] სამხედრო დაზვერვასთან, საიდუმლო სამსახურებთან არის დაკავშირებული" – ამბობს პროკურორი, არტურას ურბელისი.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი უკრაინის ორმა მოქალაქემ გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
იმავე თვეს ხანძარი მოხდა ვარშავის ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრი Marywilska 44.