საქართველო-ევროკავშირი

EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 8 მაისს  ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს. 

"საინტერესოა, რომ საქართველო არ იყო მიპატიჟებული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე. სხვა ყველა EU-ს კანდიდატი ქვეყანა მიწვეული იყო". - წერს იოზვიაკი X-ზე.

გამოცემა ფორმულას კითხვაზე "რატომ არ იყო საქართველო სხდომაზე მიწვეული", პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯით, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.

"რა თქმა უნდა ვწუხვართ, რომ ვარშავაში ჩვენს არაფორმალურ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. თუმცა, ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებით, რომელმაც გასული წლის ნოემბერში შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ერის გვერდით მტკიცედ დგომას. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მის ბრძოლას დემოკრატიისა და ღირებულებებისთვის, რომლებიც შეესაბამება ევროპულ საზოგადოება". - უთხრეს ფორმულას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები