რეჟიმის პატიმრები

"არ დამინახავს, ვინ მესროლა ფეიერვერკი" – 8 პირის პროცესზე მოწმე პოლიციელი გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, დღევანდელ პროცესზე სასამართლო მტკიცებულებების გამიკვლებისა და მოწმეების დაკითხვის ეტაპზე გადავიდა. 

პირველი გამოიკითხა პროკურატურის მოწმე პოლიციელი, გივი წიქორიძე, რომელიც საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. 

დღევანდელი პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ გივი წიქორიძე იგივე დაზიანებაზე, სხვა სისხლის სამართლის საქმეშიცაა დაზარალებულად ცნობილი.

დაცვის მხარემ მოწმეს კითხა, იმავე დაზიანებაზე, სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც ხომ არ არის დაზიანებულად ცნობილი.

წიქორიძემ თავდაპირველად უპასუხა, რომ "არა", მოგვიანებით, დაცვის მხარის რეპლიკაზე - არ ხართ დაზარალებულად ცნობილი? მოწმემ პასუხი დააზუსტა და თქვა, რომ კი არის სხვა საქმის დაზარალებულიც.

მომწე პოლიციელის განცხადებით, პარლამენტთან მიმდიანრე აქციაზე 28 ნოემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე მივიდა. დაზიანება კი 29 ნომებერს ღამით მიიღო. მისი განცხადებით, მას თვალთან მოხვდა "პიროტექნიკა, რომელიც ფერად ნივთიერებას უშებდა".

"ვიდექით ჭიჭინაძე რუსთაველის კუთხეში, სადაც იყვნენ საკმაოდ ბევრი რაოდენობით აქციის მონაწილეები, სადაც იყო დიდი აგრესია პოლიციის მიმართ. იყო პიროტექნიკის სროლა, წყლის ბოთლების, რომელიც სავსე იყო ქვიშით, კვერცხებს ისროდნენ ჩვენი მიმართულებით, ქვებსაც აყოლებდნენ, იყო ბუშტები "კრასკებით სავსე", რომლებიც რომ მოხვედროდა ყველას დააზიანებდა ისეთ საგნები იყო, იყო ფილის ნატეხები. ისეთი ქმედებები, პოლიციის მიმართ უხეშად მოპყრობის ძალადობრივი ქმედებები მიმდინარეობდა ერთი საათის განმავლობაში. ისროდნენ. მე მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც ფერად ნივთიერებას უშვებდა, მომხვდა მარცხენა თვალის არეში და დამიზიანა". - თქვა მოწმე პოლიციელმა სასამართლოზე. 

საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზვიად ცეცხლაძემ მოწმეს დააზუსტებინა, რა სახის პიროტექნიკა მოხვდა, მას.

"თქვენ საუბრობდით პიროტექნიკაზე და პიროტექნიკის აღწერაში თქვით, რომ განსხვავებულ ფერს უშვებდა, აქ რატომღაც არასწორად იქნა მიჩნეული, რომ ფეიერვერკზე იყო საუბარი, მაგრამ თქვენი აღწერილობა ჰგავდა იმას, რომ ეს იყო კვამლის გამშვები, ქაღალდის ხელსაწყო, რომელიც უშვებს სხვადასხვა ფერის ბოლს. თუ შეგიძლიათ დააზუსტოთ, რა სახის პიროტექნიკა იყო ეს იყო ფეიერვერკი თუ სწორედ ეს ქაღალდის ნივთიერება, რომელიც უბრალოდ ფერად კვამლს უშვებდა?" - ჰკითხა ცეცხლაძემ.

"არა ფეიერვერკი იყო, რომელმაც დაზიანება მომაყენა, დამწვა". - უპასუხა მოწმე პოლიციელმა.

დაცვის მხარის შეკითხვაზე, მიიღო თუ არა მან ბრალდებულებიდან რომელიმეს ამოცნობის პროცესში მონაწილეობა, მოწმე პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა, რადგან რთულია იმ პირის ამოცნობა, რომლის მიერ ნასროლი საგნითაც მან დაზიანება მიიღო.

შეკითხვაზე - ვინ გაისროლა პიროტექნიკა მის მიმართულებით? მოწმე პოლიციელმა უპასუხა, რომ არ დაუნახავს.

ბრალდების მხარის შეკითხაზე, ჰქონდათ თუ არა მას ან მის კოლეგებს, რამე თავდაცვის საშუალება, გივი წიქორიძემ უპასუხა - "არანაირი, არაფერი".

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოწმეს ჰკითხა, შეუძლია თუ არა გამიჯნოს, ან იცის თუ არა, ის ადამიანი, რომელსაც ფეიერვერკი ეჭირა, რომელიც მას მოხვდა, იყო დემონსტრანტი, თუ პირობითად სუს-ის მიერ გაგზავნილი აგენტი? - რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ არ იცის.

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმეს ჰკითხა: - თქვენ აქ ხომ ვერ ხედავთ იმ ადამიანს, რომელმაც დაზიანება მოგაყენათ? - მოწმემ თქვა, ვერა ვერ ვხედავ.

ავსაჯანიშვილი: - შეგიძლიათ კონკრეტული ადამიანების სახელი და გვარი თქვათ, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენ დაზიანება მიიღეთ, ვინც გვერდით გედგათ?

მოწმე: - კონკრეტული ვერა, არ მახსოვს.

საქმის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა გივი წიქორიძეს ჰკითხა, აგინებდა ან შეურაცხყოფას აყენებდა თუ არა სხვებთან ერთად აქციის მონაწილეებს, რაზეც მოწმემ თქვა, რომ ეგეთი შემთხვევა არ ახსენდება. ჯავახიშვილმა დაუზუსტა, გაიგო თუ არა გინება აქციის მონაწილეების მისამართით, მომწმემ ამაზეც უარყოფითი პასუხი გასცა.

"კონკრეტულად მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რაში მივიღე მონაწილეობა, დაინახე თუ არა რას ვაკეთებდი, ან კონკრეტული გადაძახილი მქონდა თუ არა ვინმეს მიმართულებით?" - ჰკითხა ჯავახიშვილმა მოწმეს.

პროკურორმა კითხვის განრიდება მოითხოვა, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განრიდება დააკმაყოფილა, მისი თქმით, გამოკითხვისას ამაზე მოწმემ უკვე უპასუხა.

ზვიად ცეცლაძის, რომელიც ჯგუფური ძალადობის ოგანიზების ბრალდებით არის დაკავებული, ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ მომწეს ჰკითხა, ხომ არ დაუნახავს ადამიანი, რომელიც აქციაზე მითითითებებს იძლეოდა, წიქორიძემ უპასუხა, რომ კონკრეტულად არ დაუნახავს, შეიძლება იქ იყო.  

ჭიკაიძემ მოწმეს ასევე ჰკითხა - ზუსტად იცით თუ არა რომ ზვიად ცეცხლაძეს რასაც ედავება ბრალდება, ორგანიზებას, რომ მის მიერ დაორგანიზებულ ქმედებას მოჰყვა თქვენი დაზიანება, ეს ზუსტად იცით თუ არა? წიქორიძემ თქვა - ზუსტად არ ვიცი.

სხდომა მეორე მოწმე პოლიციელის დაკითხვით გრძელდება, საქალაქო სასამართლოს ჩვენებას აძლევს გელა გულორდავა, რომელიც ირაკლი მიმინოშვილის დაკავების პროცესსა და მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაში მონაწილეობდა. ასევე გამოიკითხება საქმეში კიდევ ერთი დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, გიორგი ზაბახიძე.

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები