თბილისში დადიანის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩამოინგრა.
ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ შენობიდან ორი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მოხდა შენობის ევაკუაცია.
ადგილზე პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.





