[ფრიდრიხ მერცის] წარმომადგენლის უმთავრესი კითხვა ჩემთან იყო - რატომ ვერ და არ ერთიანდება ოპოზიცია. ეს არის ძალიან სერიოზული საზრუნავი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევა მათ შორის ასეთ შეხვედრებზე, როცა შენ ცდილობ, რომ ევროკავშირის უმაღლესი დონის ლიდერები დაარწმუნო იმაში, რომ ჩვენ ხელი არ გაგვიშვან, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა გვყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გზა ჩახერგოს, მაგრამ ამავდროულად ვერ პასუხობ მათ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ასეთი დიდი განსაცდელის და გამოწვევის წინაშე, ვერ ახერხებს ოპოზიცია, რომ გვერდით გადადოს თავისი პარტიული, განსხვავებული მოსაზრებები და ერთჯერადად, ერთი არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს გამარჯვება - ამ ადამიანებმაც საკუთარი რეპუტაცია უნდა დადონ სასწორზე იმისთვის, რომ ღიად და უპირობოდ დააყენონ მოთხოვნა, რასაც კვლავ და კვლავ აყენებენ, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, მაშინ როცა ყველა სხვა საკითხზე გვაქვს მკაფიო პასუხები, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს - რატომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია.