ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, საზოგადოებას ძალიან დიდი მოლოდინები აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები გამართლდება. თუმცა, ასევე, მკაფიო იყო ამაზე კომუნიკაცია, რომ [აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებას] სჭირდება დრო იმიტომ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ბევრი პრიორიტეტი არსებობს და ჩვენ გვესმის, რომ გლობალური გამოწვევები ბევრია.
ამიტომ, ის საკითხები, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ, მათ შორის პრობლემატური, რა თქმა უნდა, იყო განხილვის საგანი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ წლის განმავლობაში აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია შეძლებს ამ საკითხებს მიუბრუნდეს და ჩვენთან დიალოგის რეჟიმში გადაწყვიტოს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ვართ ამისთვის განწყობილი. ამიტომ, ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ჩვენ ერთად დავსახეთ





