პატარა ანალიზივით რომ გავაკეთოთ, ჩვენ ვხედავდით, რომ სახეზე იყო უცხოური დაფინანსება, სახეზე იყო უცხოეთიდან წამოსული განცხადებები და უხეში ჩარევის მცდელობები, ჩვენ ვხედავდით უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციებში, გამოირჩეოდნენ რადიკალიზმით და მათ შორის არაერთი იქნა დაკავებული, ვხედავდით უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი ადგილობრივი საცეცებით მუშაობდნენ თითქოს ენჯეო სახელწოდებით და ჩვენ ვხედავდით, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ისეთი რეალური, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ არაერთი ასეთი მცდელობა გვინახავს, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივად ბოლო ძალების მოკრება, წარმოუდგენელია იმაზე მეტი ჩარევა და იმაზე მეტი უხეში ზემოქმედება, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, ვიდრე ეს ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, და ჩვენ ვხედავდით, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ფრთხილად ართმევდა ამ ყველაფერს თავს.
რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანიშნულებაც ის არის, როდესაც ხალხს სძინავს, სწორედ ეს მშვიდი ძილი უზრუნველყოს და ფაქტია, მათ შეძლეს ბევრი რისკის აღმოჩენა და პრევენცია.





