ჯარიმის ოდენობა ემსახურება იმას, რომ წესრიგი, მართლწესრიგი იყოს შესაბამისად დაცული. მე ახლა გამიჭირდება თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ თუნდაც საქართველოს და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიყვანოთ ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
თუმცა გეთანხმებით, რომ ერთი მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფრო ასე ვთქვათ კომფორტული და ამისთვის მერია სათანადო ნაბიჯებს დგამს, ხოლო მეორე მხრივ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაცა მოტივაცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. რა შეიძლება იყოს ეს მოტივაცია, თუ არა ის, რომ ის ფინანსური ჯარიმა, რომელიც ფაქტია, რომ ადამიანებისთვის უფრო კომფორტულად გადასახდელი გახდა რაღაცა კუთხით გაიზარდოს, რომ ეს იყოს მათი გადაწყვეტილების წინაპირობა, რომ მაქსიმალურად დაემორჩილონ იმ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც მათივე სასარგებლოდ არის იმიტომ, რომ წარმოუდგენელია.
ჩვენ დედაქალაქში, სხვა ქალაქებში რა ტემპითაც არის მანქანების და ავტომობილების რაოდენობის ზრდა, ამ გეომეტრიული პროგრესიით ავტომობილების რაოდენობის ზრდას ბუნებრივად მოჰყვება, რომ ფიზიკურად თანაცხოვრება და ამ ავტომობილების რაოდენობით გადაადგილება შეუძლებელი გახდება [TV პირველი].




