რუსული რეჟიმი

ცქიტიშვილი: საქმე, რაც ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს, უკანონოა

ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა მისი პირადი და სახლის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. 

"დილის 8 საათზე სახლიდან გამოვედი და ოფისში მივდიოდი. ავტობუსში ავედი, სავარაუდოდ, სირბილით გამომყვნენ, ავტობუსში ამოვიდნენ და იქიდან ჩამომიყვანეს. პირადი ჩხრეკა ქუჩაში ჩატარდა. მოსამართლის განჩინება გამაცნეს. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მობილური ტელეფონი ამოიღეს და მეორე განჩინება გამაცნეს, რომელიც სახლის ჩხრეკას ეხებოდა. 

შემდეგ, ჩემი სახლიც გაჩხრიკეს [...] მთლიანად ის საქმე, რაც თბილისის ადამიანის უფლებათა ცენტრის წინააღმდეგ დაიწყეს, უკანონოა. მე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და სავარაუდოდ, სწორედ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს რეპრესიები". - თქვა ცქიტიშვილმა.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, როგორც მას გააცნეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟს გულისხმობს. 

ცქიტიშვილის გარდა, დღეს, 29 აპრილს, ჩხრეკის ჩასატარებლად ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძისა და ასევე სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ გეგუჩაძის სახლებშიც შევიდნენ. 

კომენტარები