სამოქალაქო აქტვისტი, მარიამ გეგუჩაძე ამბობს, რომ მის სახლსაც ჩხრეკენ ისე, რომ არც თავად მას და არც ადვოკატს შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევენ.
"ჩემს სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს ისე, რომ არც მე ვარ და არც ადვოკატი. მარტო ისინი არიან და მეუბნებიან, რომ მორჩება, შენს სახლში მერე შეხვალო. ვითხოვ, ჩემს სახლში შევიდე მაშინ, როცა ჩხრეკა მიმდინარეობს. ოღონდ, აქ მე არც ვცხოვრობ, ბიძაჩემი ცხოვრობს, უბრალოდ, ჩემს სახელზეა.
როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ორგანიზაცია სირცხვილიაზე ცალკე არის საქმე აძღრული, ჩემს სახლშიც შევიდნენ. იმ სირცხვილიაზე, რომელიც არ ფუნქციონირებს და ანგარიში დააყადაღეს, რომელიც უბრალოდ არ არსებობდა. ჩემს სახლშია ჩხრეკა, სადაც არც მე და არც ჩემს ადვოკატს არ გვიშვებენ". - თქვა გეგუჩაძემ.
გეგუჩაძის გარდა, დღეს, 29 აპრილს, ჩხრეკის ჩასატარებლად ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებშიც შევიდნენ.